კობა ნარჩემაშვილი: მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო ორ სადავო საკითხს შეეხება

თუ ვენეციის კომისიის მოთხოვნით გათვალისწინებულ ორ საკითხს ვეტო შეეხება, მაშინ კონსტიტუციის ირგვლივ მოსაგვარებელი საკითხები დროულად დარეგულირდება,- ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
ნარჩემაშვილს მიაჩნია, რომ ბონუსების საკითხთთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიცია მისაღები იყო, თუმცა თვლის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. ნარჩემაშვილი პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ ორ საკითხზე ვეტოს დადებას ელოდება.
„თუ პრეზიდენტის მხრიდან ბლოკების და ბონუსების საკითხს ვეტო დაედო, რასაც ვენეციის კომისიაც გასცემდა რეკომენდაციის სახით, ამ შემთხვევაში კონსტიტუციის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობა დროულად დარეგულირდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო ამ ორ სადავო საკითხს შეეხება, პირადად მე მიმაჩნია, რომ ბონუსების სისტემა უნდა დარჩეს, თუმცა საჭიროა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. თუ ამ ორ ნაწილში დაედება ვეტო, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გაცილებით მალე შევასრულებთ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ბლოკების სისტემას, ვემორჩილებით ამ გადაწყვეტილებას და 2029-ში იქნება დარჩენილი, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ ბლოკების დარჩენა პოლიტიკური სისტემის საკითხების ჩამოყალიბებას აჭიანურებს “, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები