„ხელშეწყობის მაგივრად ხელს მიშლით?“ – რატომ უთხრეს ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი?

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ” პროექტის – „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის“ მონაწილე ფერეიდნელების მე-4 ჯგუფს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა. ზვიად ტომარაძე იქვე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ეს ფერეიდნელი ქართველები არიან აღბეჭდილნი.
„ძალიან სამწუხარო ამბავი! „მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ” ჩვენი მე-4 პროექტის მონაწილე ფერეიდნელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა!
ვცდილობ, 400 წლის წინ სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი ჩვენი და-ძმები, რომლებმაც ქართული ენა დღემდე შეინახეს, უკან დავაბრუნო და ამაში ხელშეწყობის მაგივრად ხელს მიშლით? უცხო ჯიშის გადამთიელებს ხომ ურიგებთ მოქალაქეობას? გარეწრები ხართ!
აი, იმ ფერეიდნელების სახელი და გვარი, ვისაც უარი უთხრეს:
კარლო მიქელაძე
ლევან მიქელაძე
მარიამ მიქელაძე
მაკა მიქელაძე
ნიკოლოზ ონიკაშვილი
ლია გოგიჩაშვილი
ნათია იოსელიანი
მაია სეფიაშვილი
ნინო გულიაშვილი
გთხოვთ გააზიაროთ!“ – წერს ფეისბუქის გვერდზე ზვიად ტომარაძე.
როგორც „კვირას“ ზვიად ტომარაძემ განუცხადა, მისთვის უცნობია, რა მიზეზით უთხრეს უარი მოქალაქეობაზე ფერეიდნელების მე-4 ჯგუფს.
„არ ვიცი, მანამდე წინა სამი პროექტის წევრებს მისცეს. ახლა ეს მეოთხე პროექტის ჯგუფი რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროში გასაუბრებაზე რომ ყოფილან, მითხრეს, ძალიან არაკეთილგანწყობილები იყვნენ ჩვენ მიმართო“…. – ამბობს ზვიად ტომარაძე.
პროექტის იდეა ორი წლის წინ დაიბადა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა. იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს. პროექტის „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის“ მონაწილე სამი ჯგუფისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დადებითად დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები