„სკვერის ბიბლიოთეკა“ ნიქოზში გაიხსნება

პროექტი „სკვერის ბიბლიოთეკები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით ხორციელდება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ამ ეტაპზე პროექტისთვის შერჩეულ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში (ანაკლია, ნიქოზი, დიცი) არ არის ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით და განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს და შემეცნებით ღონისძიებებს.
22 სექტემბერს, 15:35- 16:00 საათზე, „სკვერის ბიბლიოთეკა“ ნიქოზში გაიხსნება.  ნიქოზის საჯარო სკოლის ეზოში ღია სამკითხველო გაიხსნება: პროექტის „სკვერის ბიბლიოთეკები“ წარმდგენია – გიორგი კეკელიძე.
დაარსდება ღია სამკითხველოები  – სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახალხო გამოკითხვაში „წლის საუკეთესო“ (ნომინაცია „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში“) ხალხის რჩეული გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები