„გილოცავთ ილიაუნელობას“ – თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართება

25 სექტემბერს, 12:30 საათზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში გაიმართება თბილისის მერიის „ბიგ- ბენდის“ – Tbilisi Big Band კონცერტი.
როგორც „კვირას“ ილიას უნივერსიტეტში განუცხადეს, ასე მიულოცავენ ახალ სასწავლო წელს ილიაუნის სტუდენტებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ორკესტრის სოლისტები: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ვასილ დოლიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები