„უძველესი აღმოსავლური ეკლესიები გუშინ და დღეს” – ქრისტიან შაიოს ლექცია გაიმართება

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში,  ლექცია –  „უძველესი აღმოსავლური ეკლესიები გუშინ და დღეს” ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან განუცხადეს, ლექციას წაიკითხავს აღმოსავლეთის ეკლესიების ისტორიის მკვლევარი, 6 წიგნის ავტორი, ეთიოპიური, კოპტური მალაბარული, სირო-იაკობიტური, სომხური, აგრეთვე რუმინული ეკლესიების ისტორიის სპეციალისტი ქრისტიან შაიო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები