თოჯინების გამოფენა გაიხსნება

22 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  თოჯინების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრში განუცხადეს, გამოიფინება 30 მეთოჯინის 200-მდე ნამუშევარი (ცვილის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული, მარიონეტები).
საქართველოში უძველესი დროიდან სხვადასხვა ტიპის თოჯინა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების შესრულებისას გამოიყენებოდა, რაც მთავარია, ოდითგანვე თოჯინა ქართული ბავშვის საყვარელი სათამაშო იყო, ამიტომ მას მოფერებით “დედოფალა” შეარქვეს.
გამოფენა  4 ოქტომბერს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები