„ანგელოზები ტირიან“ – ყვარლის სახალხო თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრის სპექტაკლის –  „ანგელოზები ტირიან” პრემიერა გაიმართა.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, ყვარელში, მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი 50-წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული დასით აღდგა.
ერთმოქმედებიან პიესაში ორი უფროსკლასელი მოსწავლეც თამაშობს.
პიესის ავტორი და რეჟისორი მერაბ ჩხეიძეა, რომელიც, ამავდროულად, ყვარლის სახალხო თეატრს უხელმძღვანელებს.
ყვარლის მოსახლეობას სახალხო თეატრის დაბრუნება სტუმრებმა მიულოცეს.  სახალხო თეატრი კიდევ ერთი კომედიური ჟანრის სპექტაკლის პრემიერასაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები