ზურაბ სოტკილავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
ზურაბ სოტკილავას 23 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის სიახლოვეს დაკრძალავენ.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, საოპერო მომღერალს თბილისში 21 სექტემბერს ჩამოასვენებენ. 21-22 სექტემბერს კი ტენორის საცხოვრებელ სახლში, აბულაძის №36-ში, პანაშვიდები გაიმართება.
ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი ოპერისა და ბალეტის თეატრში 23 სექტემბერს გაიმართება.
ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 80 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.