რაჭაში ავტოავარიით სამი ადამიანი დაიღუპა

0

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.
აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან.

კომენტარები

კომენტარი