აზერბაიჯანელმა ბლოგერმა ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრები ალბანურ ძეგლებად გაასაღა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეორგოლი, რომელიც აზერბაიჯანელმა ბლოგერმა შექმნა. ვიდეოს hereti.info ავრცელებს.
აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, ერთწუთიან ვიდეორგოლში, ჰერეთში არსებული ქართული ტაძრები ალბანურ ძეგლებად გაასაღა. ვიდეო რამდენიმე საათის წინ youtube საკუთარ გვერდზე Zaqatala Ws-ის ბლოგერმა ატვირთა.
ვიდეორგოლში კახის, ზაქათალისა და ბელექნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ტაძრები ალბანურ ძეგლებად არის მოხსენიებული. გთავაზობთ ამ ვიდეოს:
http://hereti.info/qartuli-tazrebi-albanur-zeglebadaa-moxseniebuli
წყარო: hereti.info