ზურაბ კიკნაძე და „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“
გრძელდება სალონური საუბრების ციკლი ლიტერატურაზე, წიგნის სახლში ბახტრიონზე.
21 სექტემბერს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება სალონური საუბრების მეოთხე სეზონის მეორე საღამო. საუბარს წარმართავს ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე. სასაუბრო თემა კი იქნება „ვაჟა-ფშაველას პორტრეტი“.
სხვა შეხვედრები გაიმართება:
26 სექტემბერი – ალეკო შუღლაძე – „გადამალვა“
28 სექტემბერი – დათო ტურაშვილი – „დათო ტურაშილის პროზა“
3 ოქტომბერი – გელა ჩარკვიანი – „ნაცნობ ქიმერთა ფერხული“
5 ოქტომბერი – ანდრო დგებუაძე – „სიყვარულის ხელოვნება“ (ერიხ ფრომი)
შეხვედრების დრო: 20:00-დან – 22:00-მდე.
შეხვედრაზე დასწრება ფასიანია.