ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი პრემია „საგურამოს“ ლაურეატის – ეთერ თათარაიძის საღამოს უმასპინძლებს
24 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი პრემია “საგურამოს” ლაურეატის, პოეტის, ფოკლორისტისა და მკვლევარის ეთერ თათარაიძის საღამოს უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც „კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, ეს არის მუზეუმის კიდევ ერთი საჩუქარი მკითხველებისთვის. ეთერ თათარაიძე ოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. იგი მუშაობდა და კრებდა მასალებს ქართულ ლეგენდასა და დემონოლოგიაში. მისი სამეცნიერო ნაშრომების წყალობით მიმოქცევაში შემოდის მანამდე უცნობი რამდენიმე დემონური პერსონაჟი. ავტორია პოეტური კრებულებისა: “იმედის გვირილაო”, “მთვარის ნალი”, “ჩამომიარ საწუთრომ”, “100 ლექსი” და სხვა.
2012 წელს ეთერ თათარაიძეს მიენიჭა პრემია “საგურამო” პოეზიაში.