გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის – „წერილები ღმერთს და მამაჩემს” წარდგენა გაიმართება

23 სექტემბერს, 13:00 საათზე, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის – “წერილები ღმერთს და მამაჩემს” წარდგენას გამართავს.
ღონისძიება გაიმართება „მზიურში“, კაფეს ღია სივრცეში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პრეზენტაციის დროს მკითხველს ავტორთან გასაუბრების და ავტოგრაფის გამორთმევის შესაძლებლობა ექნება.

გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი სამ პირობით ნაწილად იყოფა:
1: უკვე ძალიან გახმაურებული წერილები ღმერთისადმი, მამისადმი და ბავშვობის შეყვარებულისადმი;
2: ბიბლიური ალუზიები და ფოლკლორული ძიებები. იდიომატიკის, ანდაზების კონსტრუქციების განსხვავებული ფორმების შემოთავაზება;
3: SMS – პოეზია – მეტაფორული აზროვნების მინიატურული ნიმუშები.

“წერილები ღმერთს და მამაჩემს” გიორგი კეკელიძის მესამე წიგნია, რომლის პრეზენტაციაც „მზიურის“ სოციალურ კაფეში იმართება.„მზიურის“ სოციალური კაფეს აქტიური გულშემატკივარი ვარ და ამიტომ გადავწყვიტე, ყველა ჩემი გამოცემის წარდგენა აქ გაიმართოს. ვფიქრობ, ეს სივრცე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და საზოგადოების აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებს“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები