BIAFF – ინდუსტრიულ პლატფორმაზე: „ალტერნატიული ტალღა- 2017“ პროექტები შეირჩა

BIAFF – ბათუმის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმაზე: „ალტერნატიული ტალღა- 2017“ შეირჩა პროექტები
BATUMI INTERNATIONAL ART-HOUSE FILM FESTIVAL·

BIAFF – კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღის“ 2017 წლის გამოშვებისთვის დასრულდა პროექტების შერჩევა.
„ალტერნატიულ ტალღა 2017“-ისთვის შეირჩა შემდეგი პროექტები:

1. „მკვლელობები“ – პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები
2. „ნინა“ – პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი
3.„ოთარის სიკვდილი“ – პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ “სოსო” ბლიაძე
4. „პანთეონი“ – პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე
5. „სამგლე“ – პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი
6. „უხერხემლო“ – პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე
7. „ქორწილი ჩემს ქუჩაზე“ – პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია
8. „წყნარი მთა“ – პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე
სკრიპტ დოქტორები – ნიკოს პანაიატოპოლოსი /MFI- ექსპერტი/, კლერ დოუნსი /EAVE-ს ექსპერტი/.
კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები – ტობიას პაუზინგერი /Cinemart, Sinelink, Biennale College – ის ექსპერტი/ და გიულინ უსტუნი /Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი/.
ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.
შეხვედრები გაიმართება სასტუმრო Wyndham Batumi- ს საკონფერენციო დარბაზში.
კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე – awbiaff@gmail.com
ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები