ალექსანდრე თორაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის -„შემოდგომის თბილისი“ გრძელდება.
30 სექტემბერს, 19:30 საათზე, თბილისის სიმფონიური ორკესტრი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის სიმფონიას “ნიკორწმინდა” და მისი მოწაფის და უმცროსი კოლეგის, გიორგი ჩლაიძის ნაწარმოებს “თბილისური რაფსოდია” ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს უკანასკნელი საგანგებოდ დაიწერა სახელგანთქმული ქართველი პიანისტის, ალექსანდრე თორაძისთვის. ამ საღამოს სწორედ იგი შეასრულებს ნაწარმოების მსოფლიო პრემიერას.
კონცერტს უდირიჟორებს ვახტანგ კახიძე.
ფესტივალის დამფუძნებელია თბილისის მერია და ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრი;
პარტნიორები: რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “City Avenue”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები