​კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს ზურაბ სოტკილავას ოჯახსა და ახლობლებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 18 სექტემბერს, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა გამოჩენილი საოპერო მომღერალი, დიდი თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ სოტკილავა.

სამინისტრო უსამძიმრებს ზურაბ სოტკილავას ოჯახსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები