ედუარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება

ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის (1868-1952) თვალით დანახულ ამერიკელი ინდიელების ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა იყოფა სამ ნაწილად, სამ მუზეუმში:
• 20 სექტემბერი, 18:00 სთ, აბრეშუმის მუზეუმი – ტრადიცია (http://bit.ly/SilkMuseum)
• 21 სექტემბერი, 18:00 სთ, საქართველოს ხელოვნების სასახლე – რიტუალი (http://bit.ly/atArtPalace)
• 22 სექტემბერი, 18:00 სთ – თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) – დედა-მიწა (http://bit.ly/Karvasla)

“ისევე როგორც სამყარო ვერ იარსებებს უმზეოდ, ამერიკის აბორიგენი მოსახლე ვერ იცოცხლებს სულიერების გარეშე”… 30 წელზე მეტი მოანდომა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედუარდ შერიფ კურტისმა ამერიკელი ინდიელების სულიერი ცხოვრების, რიტუალებისა და ცერემონიების ფოტოფირზე აღბეჭდვას. ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი გამოფენით შენ შეძლებ იმოგზაურო პრერიებს მიღმა, მეწამული მზისგან გადამწვარ ტრამალებს შორის… შეძლებ, აღმოაჩინო ამერიკის პირველი მოსახლეების სარიტუალო ტრადიციები, რომლებიც ერთდროულად აღტაცებას, აღფრთოვანებას, შიშსა და რიდს იწვევს და ნახო, თუ როგორ შეიძლება იზეიმო სიკვდილი, როგორც ახალი გზისა და ცაში ღრუბლებს ზემოთ ფრენის დასაწყისი“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის განცხადებაში.

წარმოდგენილი ფოტოები ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ორიგინალის ასლებია.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ხელოვნების სასახლე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები