„რუსული დღიურის კვალდაკვალ“ – ორი გამოფენა გაიხსნება

MAGNUM PHOTOS  და „თი-ბი-სი ბანკის“ ორგანიზებით, გაიმართება MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტი, „რუსული დღიურის კვალდაკვალ”- თომას დვორჟაკის/ Magnum Photos და ჯულიუს შტრაუსის მონაწილეობით.
როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი ბანკში“ განუცხადეს, 18 სექტემბერს, 19:30 საათზე, „თბილისის ფოტო ფესტივალის“ ფარგლებში, „თი-ბი-სი ბანკის“ საგალერეო სივრცეებში შედგება ორი გამოფენა:
„რუსული დღიურის კვალდაკვალ“, თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია – „თი-ბი-სი გალერეა“
„რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში, 1947 წ“ – „თი-ბი-სი არტ გალერეა“
გამოფენის გახსნამდე, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი არტ გალერეაში“ შედგება სინტია იანგის საჯარო ლექცია „რობერტ კაპას მოგზაურობა სსრკ-ში (1947)“, სლაიდშოუს თანხლებით (ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრი), და შეხვედრა თომას დვორჟაკთან.
პროექტით „Magnum Retold“ („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ“) Magnum Photos აგრძელებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას. პროექტი გულისხმობს ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თომას დვორჟაკის და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპას და ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიურის”-ს (1947) კვალდაკვალ.
რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა, საბჭოთა კავშირში 1947 წელს, „ცივი ომის“ ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის ამსახველი არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს.
„Magnum Photos“-მა გადაწყვიტა, ამ ისტორიის კვალდაკვალ, თანამედროვე, ყოვლისმომცველი, ვიზუალური ტილოს შესაქმნელად, რუსეთისა და საქართველოს საუკეთესო მცოდნე ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი და მწერალი, ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი, გაეზავნა რეგიონში, სადაც დღეს ბევრი მკვლევარი ახალი „ცივი ომის“ აჩრდილებს ხედავს.
ორივე მოგზაურობის ამსახველ ფოტოკოლექციას ერთ სივრცეში მოეყრება თავი.

მისამართი: „თი-ბი-სი ბანკის“ სათავო ოფისი, II და IV სართული.

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 10:00 -19:00
შაბათი 10:00 -14:00

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები