ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ გაიხსნება

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF დღეს, 18.00 სთ-ზე გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა“ გაიხსნება.

კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, რომელსაც გადაეცემა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯგუფ „ირიაოს“ მიერ შესრულდება გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე ქართველ მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის.

კინოფესტივალის გახსნის ფილმის გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“-ს საერთაშორისო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა. ბათუმის კინოფესტივალზე შედგება ფილმის ქართული პრემიერა, რომელსაც დაესწრება რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები.

BIAFF კინოფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
– საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები- დიდოსტატთა კოლექცია;
– ქართული პანორამა;- სპეციალური ჩვენებები; – “SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
– მასტერ-კლასები

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე
კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები