თბილისში ტურინის საბაუდას გალერეაში დაცული ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა გაიხსნება

 თბილისში  ქალაქ ტურინის საბაუდას გალერეაში დაცული სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება და 3 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყოფა. ტილოს ტრანსპორტირებასა და ექსპოზიციაზე კი  კომპანია Associazione Culturale Metamorfosi (ასოციაცია „მეტამორფოზა“) იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს გაიხსნება, ხოლო დახურვა, 30 ნოემბერს, „აბრეშუმის გზის“ ფორუმის დასრულებას ემთხვევა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად, ზემოხსენებული გამოფენის გარდა, თბილისში, კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქცია და ლეონარდო და ვინჩის „ფრინველების ფრენის კოდექსი“ გამოიფინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები