გარდაბანში ,,ახალგაზრდული ფესტივალი -2017″ გაიმართება (ფოტო, ვიდეო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით, 16 სექტემბერს, 18:30 წუთზე, გარდაბნის კულტურისა და დასვენებს პარკში გაიმართება ,,ახალგაზრდული ფესტივალი – 2017″.
როგორც „კვირას“ გარდაბნის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდული გაყოფილების უფროსმა ჯაბა ლობჟანიძემ განუცხადა, ახალგაზრდული ფესტივალი გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ ტარდება.
„შარშან პირველად ჩავატარეთ ეს ფესტივალი. მისი დაარსება განაპირობა იმან, რომ არანაირი მსგავსი ღონისძიება მუნიციპალიტეტში არ ტარდებოდა და ახალგაზრდების აქტივობა დაბალი იყო. ამიტომ ჩვენმა თანამშრომლებმა მიზნად დავისახეთ, ისეთი ღონისძიება ჩაგვეტარებინა, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ, გაერთობოდნენ, დადებითი ემოციებით დატვირთულები გააგრძელებდნენ მეგობრობას, ურთიერთობას, რაც, ვფქრობ, კიდეც გამოგვივიდა. ჩვენი შარშანდელი ღონისძიების შემდეგ გვეხმიანებოდნენ ახალგაზრდები, გვირეკავდნენ, გვწერდნენ სოციალურ ქსელში, გვეკითხებოდნენ, როდის ჩატარდებოდა მომდევნო ფესტივალი, როგორი პროგრამა იქნებოდა…
ასე ხალისით დავიწყეთ მზადება მეორე ფესტივალისთვის. აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდული ფესტივალი – 2017“-ის სამუშაო პროცესში ახალგაზრდები ჩაერთნენ, ახლაც ჩვენ გვერდით არიან და ენთუზიაზმით, სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან პარკის დეკორაციებით მოწყობასა და გაფორმებაში“… – ამბობს ჯაბა ლობაჟანიძე.
მისივე თქმით, კონცერტი 4 საათზე მეტხანს გაგრძელდება.
„ახალგაზრდული ფესტივალის“ წლევანდელი მონაწილეები არიან: ლინდა ადამია და ჯგუფი ¼, რომელიც გახსნის ღონისძიებას. ამას „ფერების ფესტივალი“ მოჰყვება, რის შემდეგაც ნინი ცნობილაძე და ოთო ნემსაძე განაგრძნობენ პროგრამას. ფესტივალის სტუმრებს ცოცხალი მუსიკა, ბენდი, DJ, ლამაზი და მყუდრო გარემო, უამრავი გასართობი, სხვადასხვა სახის შეჯიბრი ელის… კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება…
ფესტივალს გაუძღვება ცნობილი ტელეწამყვანი ფაქო…
ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ, შარშანდელთან შედარებით, გარდაბნის კულტურისა და დასვენების პარკში უამრავი ლამაზი დეკორაცია და ფერადი განათება დამონტაჟდება. წელს პროგრამის ძირითად ნაწილი იგივეს, მაგრამ უკვე სხვა ჯგუფები და მომღერლები მონაწილეობენ. დიჯეიც სხვა იქნება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან  უფასო ტრანსპორტირება განხორციელდება.

  

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები