24 წლის ბრიტანელი ჟურნალისტი ნიანგმა მოკლა
ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის 24 წლის ჟურნალისტი შრი-ლანკაზე გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ნიანგმა მოკლა.
როგორც შრი-ლანკის პოლიცია აცხადებს, ჟურნალისტი ლაგუნაში აღმოაჩინეს, სადაც ის ნიანგმა შეათრია.
პოლიციის განცხადებით, ჟურნალისტს მარჯვენა ფეხზე შვიდი ჭრილობა აღენიშნებოდა.
დაღუპულ ჟურნალისტს დღეს ექსპერტიზას ჩაუტარებენ, რათა სიკვდილის ზუსტი მიზეზი დაადგინონ.