ლონდონის მეტროსადგურში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები (ფოტო,ვიდეო)

ლონდონში „პარსონ გრინის“ მეტროსადგურში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არიან დაშავებულები, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში არიან გადაყვანილი.
მომხდარის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიხურა “ერლს კორტისა” და “უიმბლდონის” სარკინიგზო ხაზიც.
გავრცელებული ინფორმაციით, “პარსონ გრინის” მეტროში, მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის შესასვლელში, პლასტმასის სათლში მოთავსებული ნივთი აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად დამწვრობა მიიღო სულ მცირე ერთმა ადამიანმა. მომხდარმა მგზავრებში პანიკა და შედეგად ჭყლეტვა გამოიწვია, რის გამოც დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები