კახა კალაძე: ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი იქნება ქართული წარწერის გამოყენება, უნდა მოხდეს ქართულად წარწერების გაკეთება

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ურბანული პოლიტიკის გეგმის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი საკითხად დედაქალაქის ვიზუალური სტანდარტის შექმნა დაასახელა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეს არის სიახლე, რადგან აქამდე ასეთი სტანდარტი არ ყოფილა დამკვიდრებული. საუბარია სარეკლამო აბრების, შენობების ფასადებისა და სახურავების, ნავიგაციის, საფეხმავლო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების სტანდარტებზე.
“ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, არის კონკრეტული მაგალითები, როდესაც არ ხდება ქართული ასოების გამოყენება. მე არავის ვეწინააღმდეგები, ნებისმიერს შეუძლია, ჩამოვიდეს, განავითაროს ბიზნესი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი იქნება ქართული წარწერის გამოყენება. ძალიან ლამაზი ანბანი გვაქვს და უნდა მოხდეს ქართულად წარწერების გაკეთება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები