“რესპუბლიკელებმა” არჩევნებში კანდიდატად ლგბტ თემის წევრი აირჩიეს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სიის ხუთეული წარადგინა.
“ესენი არიან: ტრისტან ჯინჭარაძე, რომელიც ამჟამადაც საკრებულოს წევრია, ნინო ბოლქვაძე – სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა გელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.
საკრებულოს სიის მეორე ხუთეული „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ წარადგინა, რომელიც სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.
ცნობისათვის, ნინო ბოლქვაძე ლგბტ თემის წევრია, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტი და ჟურნალ “ლიბერალის” ბლოგერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები