გუგული მაღრაძე: კაცი და ქალი ყველა მმართველობით ორგანოში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი

პარლამენტში და ყველა მმართველობით ორგანოში ქალის და მამაკაცის წარმომადგენლობა თანასწორი უნდა იყოს, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
დეპუტატი მომავალ პარლამენტში გენდერულ თანასწორობას ვარაუდობს და პოლიტიკოს მამაკაცებს ბალანსის დაცვას ურჩევს.
“გენდერული თანასწორობის მხრივ ჯერ ჩვენთან არაა ის ვითარება, რაც ეკადრება დემოკრატიულ ქვეყანას, მე მჯერა, რომ მომავალ პარლამენტში ეს ბალანსი დაცული იქნება. ხშირად პოლიტიკოს მამაკაცებს უჭირთ ხელმძღვანელის როლიდან გამოსვლა, მიუხედავად იმის, რომ ასეთი პარტიები, სადაც თანაბრადაა ფუნქციები ქალზე და მამაკაცზე გადანაწილებული ბიუჯეტიდან ფინანსდება. მე მჯერა, რომ მალე ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ის, რომ პარლამენტში და ყველა მმართველობით ორგანოში თანაბრად იქნება წარმომადგენელი ქალი და კაცი, მე მჯერა, რომ ეს პარლამენტი გენდერული ბალანსის დაცვის კუთხითაც შევა ისტორიაში”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები