გუგული მაღრაძე: მე მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს მხარი დაუჭირონ კონსტიტუციას

შინაარსობრივად კონსტიტუციასთან ვენეციის კომისიას პრეტენზია არ ჰქონდა, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიას არსებული კონსტიტუციის მიმართ შენიშვნები არ ჰქონია. მაღრაძე ოპოზიციონერებს კონსტიტუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“ვენეციის კომისიის შენიშვნა იყო მხოლოდ კონსტიტუციის მიღების ფორმაზე, რაც უფრო მეტი პარტია დაუჭერს მხარს, მით უფრო უკეთესი იქნება, თორემ შინაარსობრივად კონსტიტუცია ვენეციის კომისიისთვის მისაღებია, მე ვთხოვ ოპოზიციურ პარტიებს მხარი დაუჭირონ კონსტიტუციას, რათა 2024 წლისთვის გვქონდეს კონსტიტუცია იმ ფორმატით, როგორიც ყველასთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ “კვირას’ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები