გუგული მაღრაძე; კონსტიტუცია, რომ შინაარსობრივად კარგია ვენეციის კომისიაც აღნიშნავს

ჩვენ პასუხისმგებლობა გვქონდა კარგი კონსტიტუციის შემუშავების და ეს მიღწეულია, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციაზე სერიოზულად მოხდა მუშაობა. პარლამენტის წევრი ყურადღებას საკვანძო საკითხებზე ამახვილებს.
“კონსტიტუცია, რომ შინაარსობრივად კარგია, ამას ვენეციის კომისიაც აღნიშნავს. ჩვენ თუ გვინდა, რომ მომავალში საქართველო გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კონსტიტუციას. „ნაციონალები” მომხრეები იყვნენ მაჟორიტარული სისტემის ახლა შეცვალეს მათ პოზიცია, ჩვენ ამ ეტაპზე ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანებს რომლებიც მხარს უჭერენ მაჟორიტარულ სისტემას, ჩვენ შიდა კონსენსუსით მოვახერხეთ რომ 2020- დან იქნება შერეული, ხოლო 2024 წლიდან გადავალთ პროპორციულ სისტემაზე”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები