ჯულიანო ლადოლფის პოეტური კრებულის – „მოწმობის“ წარდგენა გაიმართება

29 სექტემბერს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიელი პოეტისა და ლიტერატორის, ჯულიანო ლადოლფის პოეტური კრებულის – „მოწმობის“ წარდგენა შედგება. შეხვედრის ორგანიზატორია ეროვნული ბიბლიოთეკა.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ჯულიანო ლადოლფის ლექსები, ავტორისეული წინასიტყვაობა და ბიოგრაფია იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ. წიგნი გამოიცა თბილისში, 2017 წელს, ასოციაცია “საქართველო – იტალიის” თანადგომით. გამომცემელია “საარი”.
. წიგნის წარდგენას დაესწრებიან იტალიიდან ჩამოსული სტუმრები: ავტორი და მთარგმნელი, ასევე ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატორები.
ჯულიანო ლადოლფი იტალიური ლიტერატურის ისტორიის მკვლევარია. ავტორია სხვადასხვა პოეტური და მრავალი პუბლიცისტური, ესეისტური თუ კრიტიკული ნაშრომისა.
კრებულის წარდგენამდე ერთი დღით ადრე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში, დაგეგმილია ჯულიანო ლადოლფის ლექცია თანამედროვე იტალიური პოეზიის, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, განვითარებისა და ტენდენციების შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები