ტაოში, სოფელ აკრიაკთან კლდეში ნაკვეთი მონასტერი აღმოაჩინეს

 ტაოში, სოფელ აკრიაკთან, უცნობი, კლდეში ნაკვეთი მონასტერია აღმოჩენილი. ამის შესახებ კვლევის ცენტრის ავრცელებს ინფორმაციას.
„დღეს ჩვენმა ექსპედიციამ ტაოში კლდეში ნაკვეთ, უცნობ მონასტერს მიაკვლია! კომპლექსი ისტორიულ სოფელ აკრიაკთან მდებარეობს. მთავარი ეკლესია კლდეშია ჩაშენებული, მისი სიგრძე 10 მეტრია, მისი სამხრეთი კედელი ჩამოქცეულია, ეკლესიასთან დაკავშირება კლდეში ნაკვეთი გვირაბით ხდებოდა. აქვეა მცირე ზომის სამლოცველოც, კლდეში სხვადასხვა ზომის ნაგებობებია ნაკვეთი. კომპლექსის თავზე სახიზარია, რომელიც ამოშენებულია კედლით. კლდის მონასტრის შესახებ წერილობითი წყაროები, ან სხვა ცნობები არ მოგვეპოვება“, – წერია კვლევის ცენტრის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები