პროფესორ მიხაელ კვანტეს ლექცია გაიმართება

15 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი მიხაელ კვანტე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „რელიგიის აკრძალვა? პლურალური საზოგადოება და ლიბერალური სახელმწიფოს ნეიტრალურობა”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მიხაელ კვანტე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორია. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ.
პროფესორ მიხაელ კვანტეს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
სამუშაო ენა: ინგლისური.
მის: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები