პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას
16 სექტემბერს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი თურქ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ სამუშაოებს.