მსოფლიოში აღიარებული საცირკო წარმოდგენა UFO თბილისს ერთი დღით ეწვევა

თბილისს 11 ნოემბერს, მოსკოვის სახელმწიფო ცირკი – “ძმები ზაპაშნები “, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით – UFO ეწვევა. კოსმიური ხომალდის, ლაზერული – ვიდეო და აუდიო ეფექტებით გაფორმებული საცირკო წარმოდგენისა და არაადამიანური შესაძლებლობების მქონე აკრობატების ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით შეეძლება.
როგორც “სითი კვირას” საერთაშორისო კომპანია “ტრიდას” დამფუძნებელმა ლილია ბერეჟნაიამ განუცხადა, ეს იქნება გრანდიოზული შოუ, რომელის მსგავსი მაყურებელს ჯერ არ უნახავს. მისტიურ შოუში 90 არტისტი მონაწილეობს. სიუჟეტი ვითარდება კოსმოსურ თეფშზე.
“უცხო პლანეტელების მიერ დედამიწიდან გატაცებული უნებლიე სტუმარი შორეული გალაქტიკის მცხოვრებლების გარემოცვაში მოხვდება. ეცნობა უცხო-პლანეტელთა ინტელექტს, ცივილიზაციას და აღმოაჩენს ჩვენი სამყაროს აქამდე უცნობ თვისებებს. მაყურებელს ელოდება შთამბეჭდავი საცირკო შოუ, რომლის განმავლობაში სპორტის სასახლის თაღქვეშ იფრენენ ფანტასტიკური კოსმოსური ხომალდები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. მაყურებელი შეხვდება ზღაპრულ არსებებს, იხილავს საცირკო ნომრებს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარზე, აკრობატების, გიმნასტების, ჟონგლიორების და კლოუნების შესრულებით”,- აცხადებს ლილია ბერეჟნაია.
მისივე ინფორმაციით, შოუში გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე ლაზერული, ვიდეო და აუდიო ეფექტები, რომლებიც ქმნიან შთამბეჭდავ, სივრცულ აღქმას, “სხვა სამყაროს” და არამიწიერი სილამაზის ეფექტებს.
“ძმები ზაპაშნების” ცირკი საქართველოში ბაქოდან ჩამოვა და მათი ტურნე თურქეთში გაგრძელდება. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო- ანალიტიკური პორტალი “კვირა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები