თურქეთში, პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება

16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები – სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.
„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები