ქართული ანიმაციური ფილმის ამერიკული პრემიერა ჩიკაგოს საბავშვო ფილმების ფესტივალზე გაიმართება

სასიხარულო სიახლე 3D ანიმაცია „ჯინოსთან” დაკავშირებით – ქართული ანიმაციური ფილმის ამერიკული პრემიერა ჩიკაგოს საბავშვო ფილმების ფესტივალზე შედგება. ფესტივალი 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ეს არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბავშვო ფილმების ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად 35 000 ადამიანი ესწრება. ჩიკაგოს ფესტივალზე ქართველი ავტორის ნამუშევარი პირველად მოხვდა.
ამასთან, ჯინოს ისტორიას ნახავენ ევროპისა და აზიის რამდენიმე წამყვან ანიმაციურ ფესტივალზეც, მათ შორის, Barcelona Children’s Film Festival-ის საკონკურსო პროგრამაში „+ 7 years” სექციაში.
პირველი ქართული 3D ანიმაცია ნაჩვენები იქნება KINEKO Children’s Film Festival-ზე, იაპონიის ქალაქ ტოკიოის ფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში, რომელიც 2-6 ნოემბერს გაიმართება.
დავით კიკნაველიძის პირველი მოკლემეტრაჟიანი 3D ანიმაცია მონაწილეობს, ასევე, Filem’On International Film Festival-ისა და FILMETS Badalona Film Festival-ის საკონკურსო სექციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები