ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი  მასტერკლასებს უმასპინძლებს

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF), რომელიც  17-24 სექტემბერს ტარდება  ბათუმში, საინტერესო მასტერკლასებსაც მოიცავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ კინოფესტივალზე ჩამოსული კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული  შეხვედრები.
ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მასტერკლასების სრული სია:

19 სექტემბერი

12.00-14.00 – გიორგი ოვაშვილი – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)
16.00-18.00 – გია ყანჩელი – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)

დგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

20 სექტემბერი

16.00-18.00 – სიდიქ ბარმაკი – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A)

დგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

16.30 – 17.30 – ფოტოგამოფენა „აბას კიაროსტამი“ – სეიფოლა სამადიანი (ირანი)

დგილმდებარეობა: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

21 სექტმბერი

12.30-14.00 – მასტერკლასი/შეხვედრა (Q&A) – მოჰსენ მახმალბაფი & ჰანა მახმალბაფი
17.30-18.30 – “კინოპროექტების პრეზენტაცია ფესტივალებისთვის“, გულინ უსტუნ & ტობიას პაუზინგერ

დგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

22 სექტემბერი

13.00-14.00 – ნიკოს პანაგიოტოპოულოს – მასტერკლასი „კინოსცენარის განვითარება“
14.00-15.00 – შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებთან (მოკლემენტრაჟიანი/მხატვრული ფილმების სექცია)

დგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

23 სექტემბერი

12.30-13.20 – პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” პრეზენტაცია – ქეთევან შენგელია, დინარა მაღლაკელიძე, ლევან ლომჯარია (“შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში”)

13.20-14.00 – „დოკუმენტური ფილმების იდეების სივრცე web-პორტფელის პრეზენტაცია“ – კოტე ჯანდიერი, გოჩა ჟორჟოლიანი, შალვა შენგელი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).

14.00-14.30 – პრეზენტაცია „ტერი ჯორჯის შემოქმედებითი კონკურსი 001 – გავლენის ხელოვნება“, ალექ მოუჰიბიანი, პროდუსერი („შემოქმედებითი სომხეთი“ / „Creative Armenia“)

16.30-18.00 – ქართველ რეჟისორებთან შეხვედრა – ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი

დგილმდებარეობა: სასტუმრო „WYNDHAM Batumi“

მისამართები

სასტუმრო „WYNDHAM Batumi“- აბაშიძის ქ. 33 (ერას მოედნის პირდაპირ)

თანამედროვე ხელ ოვნების ცენტრი – ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი –  ბათუმის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები