„შემოქმედებითი ევროპა“ ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროგრამა 2014 – 2020 წლებზეა გათვალისწინებული და მისი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი, საგამომცემლო, კინო – ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენელს უწევს ფინანსურ დახმარებას.
23 სექტემბერს, 12.30 საათზე, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, გაიმართება “შემოქმედებითი ევროპის” საქართველოს „დესკის“ პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები