ფეხბურთის ფედერაციის ვიცე – პრეზიდენტმა მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა საფეხბურთო სკოლის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბაზის მშენებლობა 804 000 ლარით დააფინანსა. შენობის გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით 183 817 ლარით დაფინანსდა. ამჟამად საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი. მისი ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს.