ქართველი რეჟისორი ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელია

ხორვატიის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი 26 წლის ქართველი რეჟისორი – ელენე სებისკვერაძე გახდა. ეს გამარჯვებს მას ანიმაციურმა ფილმმა „პატარა ხოჭომ” მოუტანა.
როგორც „კვირას“ ეორვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ხორვატიაში უკვე 25 წელი ტარდება ერთწუთიანი ფილმების ფესტივალი. წელს ფესტივალი 7-11 სექტემბერს მიმდინარეობდა.   სხვადასხვა ქვეყნის 450 საკონკურსო ნამუშევრიდან 60 ფილმი შეირჩა, რომელთაგან ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესოდ აღიარეს.
განათლებით არქიტექტორი ელენე სებისკვერაძე 3 წელია ანიმაციაში მუშაობს. ელენე ფილმის რეჟისორი და სცენარისტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები