პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, ოთხთა – ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთში

5-8 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად, მოინახულა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – პარხალის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები, ასევე კაპადოკიის მხარე. ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, განსაზღვრეს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები და მოამზადეს შესაბამისი რეკომენდაციები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები – მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ქართველ და თურქ ექსპერტებს შორისაც შედგა. შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ კოლეგებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მომზადებული რეკომენდაციები გაუზიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები