მიმდინარე წელს დაბა კაზრეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა

კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დასრულდა.
ახლადაშენებული გზა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან ერთად გაჭრა. გზის გახსნას კომპანია ,,არემჯის“ მთავარი გეოლოგის მოადგილე რეზო ლობჟანიძე და მთავარი სამთოელის მოადგილე აჩიკო ჯაყელი ესწრებოდნენ.
1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.
,,დღეს ოფიციალურად გავხსენით კაზრეთში ახლადაშენებული გზა, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია დაბის მაცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო ჰაერის დაბინძურების თემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს.
გზა არის კაპიტალურად ნაშენი და ათეულ წლებს გაუძლებს. გარდა იმისა, რომ მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება მიეცათ, პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ განხორციელების პროცესში ადგილობრივები დასაქმდნენ. წელს კაზრეთში გზის გარდა სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განხორციელდება. რამდენიმე დღეში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები