ირმა თხინვალელის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

19 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ირმა თხინვალელის პოეზიის საღამო გაიმართება.  როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, ეს იქნება შემაჯამებელი საღამო, სადაც ბოლო დროს დაწერილ ლექსებს და ჩანახატებს წაიკითხავს.
საღამოზე სიტყვით გამოვლენ პოეტის მეგობარი ლიტერატორები, მხატვრები, მწერლები…
„საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და მუსიკალურადაც გაფორმდება. მსურს, ჩემი საღამო ოდნავ განსხვავებული გამოვიდეს“, – აცხადებს ირმა თხინვალელი.
ირმა თხინვალელი ორი პოეტური კრებულის ავტორია – „რა მსუბუქია ეს სიმძიმე წამის ყოველის!“(2011), „რეალისტური ფანტასმაგორიები“ (2016).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები