ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნობელიანტ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრა გაიმართება

11 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით, ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალთან და ჟურნალისტთან სვეტლანა ალექსიევიჩითან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეორვნული ბიბლიოტეკიდან აცნობეს, შეხვედრის დაწყებამდე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ნობელიანტ მწერალს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს (მუზეუმი უახლოეს მომავალში გაიხსნება) დაათვალიერებინებს და ბიბლიოთეკაში განხორციელებულ პროექტებსა და სიახლეებს გააცნობს.
სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. მისი წიგნების უმეტესობა ქართულ ენაზე თარგმნილია. „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“ – ამ წიგნებით სვეტლანა ალექსიევიჩმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ რას ნიშნავს დიდი იმპერიის ავტორიტარული რეჟიმი, როგორია უბრალო ხალხის ბედი ჩერნობილის ტრაგედიის, ავღანეთის თუ მეორე მსოფლიო ომის დროს და როგორია საბჭოთა ადამიანის ცხოვრება რეჟიმის ნგრევის შემდეგ. ბელორუსი მწერალი არც თანამედროვე მოვლენების მიმართაა გულგრილი. მის საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის ხმამაღალი კრიტიკა რუსეთში არსებული რეჟიმისა და რუსული იმპერიული მმართველობის შესახებ.
სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნების ქართული თარგმანები გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნობელიანტ მწერალთან დახურული მიღება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები