ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. განახლებული სახლ-მუზეუმი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ, წმ. გრიგოლ ფერაძის შთამომავლობამ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახსნეს.
გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი.
ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევრები, ამიტომ, მოეწყო ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი. ასევე, მოხდა არსებული ტერიტორია კეთილმოეწყო და შემოიღობა. პროექტის ღირებულება 396 693,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო.
პროექტის მიზანია, სახლ-მუზეუმის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა.

 
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები