ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ ვენეციაში იყო წარდგენილი

ვენეციის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სექცია Venice Gap Financing, რომელშიც 10 სხვა პროექტთან ერთად მონაწილეობდა ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, პროექტი 3 ქვეყნის კოპროდუქციაა – საქართველო, საბერძნეთი, ბულგარეთი. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია მიშელ მერკტი (“ტონი ერდმანი”, “ELLE”).
ფილმს იღებს ცნობილი ამერიკელი ოპერატორი – ფედონ პაპამიქაელი (Nebraska, Sideways, Descendants), რომლის ახალმა ფილმმა Downsizing (რეჟ. ალექსანდრ პეინი) გახსნა ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალი.
„მეოთხე ბრაიტონის“ ქართული ნაწილის გადაღება  მაისში დასრულდა. ნოემბერში  გადაღებები ნიუ-იორკშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები