სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ხანძარი გაჩნდა

სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს მოედო. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული. ხანძარი საოკუპაციო ხაზს მიღმა, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გავრცელდა, ამ ეტაპზე, უცნობია, რა ფართობია დამწვარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები