ბოლნისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი 12 სექტემბერს განახლდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სამშაბათიდან განახლდება. წელს სკოლამდელ განათლებას ბოლნისში 1300 აღსაზრდელი მიიღებს. „პატარებს ბაღებში კომფორტული გარემო დახვდებათ.
მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღიდან 9 ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის კეთილმოწყობილი. ქალაქის ორ ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემა წელსვე გაკეთდება, ხოლო სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება. სრული რეაბილიტაცია კი აღნიშნულ 3 ბაღს 2018 წელს ჩაუტარდება“, -აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.