მარტვილში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილი, – აბაშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 30-32 კმ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხთან ერთად გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ასევე მოხდება მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა, არსებული საკომუნიკაციო ჭების და ეზოში შესასვლელების შეკეთება.
პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს.
სამუშაოზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები