ანანაურში ადგილობრივებს სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანაურში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში ჭაბურღილი, რეზერვუარი და მილსადენი მოეწყო.
აღნიშნულ სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა აწუხებდა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით დასახლების მომარაგებას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში.
ამჟამად კი ადგილობრივებს სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება. სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები