ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის ზაფხულში გაიმართება

ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.
როგორც „სოლოში“ აცხადებენ, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. „სოლოში“ ასევე, განმარტავენ, რომ ელტონ ჯონი, ბენდის მენეჯმენტი, „სოლო“ და „ისთერნ პრომოუშენი“ ბოდიშს უხდიან ქართველ მსმენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით ელტონ ჯონის წარმომადგენლის ოფიციალური პრესრელიზიც ვრცელდება.
16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები, 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ.
სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, მომხმარებლებს შეუძლიათ ბილეთების დაბრუნება და ბილეთების ღირებულების თანხის მიღება.
ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები